როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არამიწიერი ცივილიზაციის შეტყობინებას მივიღებთ
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არამიწიერი ცივილიზაციის შეტყობინებას მივიღებთ

დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომმა ფრენკ დრეიკმა ჩაატარა პროექტი Ozma — SETI-ს (არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა) პირველი სისტემატიური კვლევა გრინ-ბენკის ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიაში.

მას შემდეგ, მეცნიერებმა მრავალი კვლევა ჩაატარეს იმ იმედით, რომ იპოვიდნენ „ტექნოხელწერას“ — ანუ, ტექნოლოგიურად მოწინავე (მაგალითად რადიოკომუნიკაციები) სიცოცხლის მტკიცებულებას.

გარკვევით რომ ვთქვათ, თუკი კაცობრიობა ამწუთას მიიღებს შეტყობინებას არამიწიერი ცივილიზაციისგან, ეს იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, უდიდესი მოვლენა ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში.

მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით, ასეთი შეიტყბინება შესაძლოა, სერიოზულ რისკს წარმოადგენდეს კაცობრიობისთვის. იმ მრავალ შესაძლებლობას შორის, რომლებიც დეტალურად შეისწავლეს, მკვლევრებმა მხედველობაში მიიღეს თუ როგორ დაიცავს კაცობრიობა თავს მავნე ვირუსებისაგან.


კვლევას უძღვებოდნენ გერმანიის სონებერგის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი მეცნიერი მაიკლ ჰიპლე და ჰავაის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ლერნედი.

ერთობლივად, მათ შეამოწმეს ადრინდელი დასკვნები არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ და შეეცადნენ გამოერკვიათ მათ შორის უფრო შესაძლებელი შემთხვევა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არამიწიერი ცივილიზაცია კაცობრიობისადმი საფრთხეს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტებში როდი შეიძლება წარმოადგენდეს. ათლწეულების განმავლობაში, მეცნიერები ამას მკაფიო შესაძლებლობად განიხილავდნენ და მსჯელობდნენ, გადაწონიდა თუ არა ეს რისკები შესაძლო სარგებელს.

შედეგად, ზოგიერთი თეორია გვთავაზობს, რომ ადამიანები სრულიად უნდა შეეშვან არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნას, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, როგორღაც დავმალოთ ჩვენი პლანეტა.

როგორც ლერნედმა გამოცემა Universe Today-ს განუცხადა, არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის მკვლევრებს შორის არასოდეს არსებობს კონსნენსუსი იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა არამიწიერი ცივილიზაცია კეთილმოსურნე.

„სულაც არ არსებობს მყარი მიზეზი, რომ ისინი კეთილმოსურნენი იქნებიან.

ხელთ მაქვს გაცილებით მყარი ანალოგები ჩვენივე საკუთარი ისტორიიდან… არსებობს სადმე, რომელიმე საზოგადოება, რომელსაც ტექნოლოგიურად მასზე უფრო მოწინავე დამპყრობელთან შეხვედრის კარგი გამოცდილება აქვს? რა თქმა უნდა, შესაძლოა გამონაკლისებიც არსებობდეს, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ფილმ „უცხოზე“, რომელიც საკმაოდ მახვილგონიერად მიმაჩნია“.

გარდა ამისა, ვარაუდი, რომ უცხოპლანეტელთა შეტყობინება შეიძლება კაცობრიობისადმი საფრთხეს შეიცავდეს, საკმაოდ პრაქტიკულია.

სამყაროს თვალუწვდენელი ზომებისა და სპეციალური ფარდობითობის მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან (არაფერს შეუძლია სინათლეზე სწრაფად მოძრაობა) გამომდინარე, ყოველთვის უფრო იაფი და მარტივი იქნება მავნებელი შეტყობინების გაგზავნა ცივილიზაციის მოსპობის მიზნით, ვიდრე უშუალოდ, ხომალდებით შეჭრა.


შედეგად, ჰიპკე და ლერნედი გვირჩევენ, რომ დაფიქსირების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალების შესწავლა და გაუსნებოვნება.
იმის წარმოსადგენად, თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს არამიწიერი ცივლიზაციის სიგნალი, მკვლევრებმა რამდენიმე შესაძლებლობა გამოარჩიეს.

გარდა იმის ალბათობისა, რომ შეტყობინება შეტყობინება შეიძლება შეიცავდეს ცრუ ინფორმაციას პანიკის ან თვითგანადგურებადი ქცევის გამოწვევის მიზნით, ასევე შესაძლებელია, სიგნალი შეიცავდეს ვირუსებს ან ჩაშენებულ ტექნიკურ ხარვეზებს (მაგალითად, დააზიანოს კომპიუტერები).

ისინი ასევე შენიშნავენ, რომ როცა საქმე არამიწიერ ცივლიზაციათა ძებნას ეხება, მთავარ სირთულეს წარმოშობს ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ, ნებისმიერი შეტყობინების მიღება მოხდება არა ერთ, არამედ მრავალ ადგილას.

ამავეს მიუთითებს „არამიწიერ ცივილიზაციათა დაფიქსირების შემდგომი გამაფრთხილებელი აქტივობების პრინციპების დეკლარაცია“, რომელიც 1989 წელს დაამტკიცა ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიამ. დეკლარაცია 2010 წელს გადაიხედა.

დეკლარაციის მე-6 თავში წერია:

„აღმოჩენა უნდა დადასტურდეს, გაეწიოს მონიტორინგი. არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის დამამტკიცებელი მონაცემები კი უნდა იქნას ჩაწერილი და სამუდამოდ შენახული მრავალგზის, პრაქტიკულად, იმ ფორმით, რომელიც მას ადვილად ხელმისაწვდომს გახდის შემდეგი ანალიზებისა და ინტერპრეტაციებისათვის.

ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო ინსტიტუციებისა და სმეცნიერო საზოგადოების წევრებისთვის“.

შეტყობინება, რომელიც დადასტურდება, რომ არამიწიერი ცივილიზაციისგან იღებს სათავეს, ყველაზე დიდი ალბათობით, ჯერ სამეცნიერო საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, მანამ, სანამ შესაძლოა, მან ბუნების დაზიანება დაიწყოს.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიმღები ერთი იქნება და ისინი მის დამალვას შეეცდებიან, საფრთხე შედარებით ნაკლები იქნება, მაგრამ სიმშვიდის საფუძველი მაინც არ არსებობს.
თავისთავად ისმის კითხვა, რა შეიძლება გაკეთდეს?

ჰიპკესა და ლერნედის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით, შეტყობინებათა ინტერპრეტირებისათვის საჭიროა იმის ანალოგიური მიდგომა, რაც მათ მაგალითად, 2017 წელს წარმოადგინეს არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის გაშიფვრის გამოწვევის ფარგლებში.

ეს გამოწვევა წამოიწყო მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარმა რენე ჰელერმა. შეიცავს დაახლოებით ორ მილიონ ბინარულ ციფრთა თანმიმდევრობას და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქვეყნდება სოციალურ მედიაში.

გარდა იმისა, რომ საზოგადოებისთვის მიცემული ბრწყინვალე სავარჯიშოა იმის შესამოწმებლად, თუ რას ნიშნავს არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა (SETI) და მისი კვლევა, გამოწვევა ასევე ცდილობს პასუხი გასცეს არამიწერ ცივილიზაციასთან კონტაქტის შესაძლებლობის შემთხვევაში წარმოშობილ მთავარ კითხვებს.

მათ შორის იყო, შესძლებს თუ არა კაცობრიობა უცხო ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების გაგებას და როგორ უნდა გავხადოთ შეტყობინება მისახვედრი (თუკი პირველები ჩვენ გავგზავნით).

როგორც ისინი ამბობენ:

„მაგალითად, შეტყობინება „SETI Decrypt Challenge“-დან იყო 1 902 341 ბიტიანი ნაკადი, რომელიც ნაწარმოებია მარტივი რიცხვებისგან. არესიბოს შეტყობინებისა და (რომელიც 1975 წელს გააგზავნეს) ევპატორიას „კოსმოსური ზარების“ (2011 წ) მსგავსად, ბიტები წარმოადგენს ფოტოს X/Y შავ/თეთრ პიქსელთა რუკას.

ამის გარკვევის შემდეგ, საჭიროა შემდეგი ოფლაინ ანალიზების ჩატარება, მაგალითად ქაღალდზე ამობეჭდვა. უკვე ამის შემდეგ, ნებისმიერი საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს შეტყობინების მნიშვნელობიდან და არა ჩაშენებული ვირუსებისა თუ ტექნიკური საკითხებისგან“.

თუმცა, თუკი შეტყობინება შედგენილი იქნება კომპლექსური კოდებით ან თვითშმეცველი ხელოვნური ინტელექტით, შეუძლებელი აღმოჩნდება დახვეწილი კომპიუტერის გამოყენების საჭიროებისგან თავის არიდება.

ამ შემთხვევაში, ავტორები იკვლევენ კიდევ ერთ პოპულარულ რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს კარანტინში მყოფ მოწყობილობათა გამოყენებას ანალიზების ჩასატარებლად.
მაგრამ ისინი ასევე აცნობიერებენ, რომ ვერანაირი იზოლაცია ვერ იქნება 100 პროცენტით ეფექტიანი და დაბინძურება თანდათან შეიძლება მაინც მოხდეს.


„ეს სცენარი წააგავს Oracle-AI-ს ან AI box-ს — იზოლირებულ კომპიუტერულ სისტემას, რომელშიც შესაძლო სახიფათო ხელოვნური ინტელექტი „დატყვევებულია“ მინიმალისტურ საკომუნიკაციო არხებში“, — წერენ ისინი.

„როგორც ამჟამინდელი კვლევა მიუთითებს, გამოუსადეგარია კარგად დაპროექტებული ყუთებიც კი, რადგან საკმარისად ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი მაინც შეძლებს რაიმე ხრიკის მოფიქრებას, რითაც ხელიდან დაუძვრება მის დამატყვევებელ ადამიანებს“.

და ბოლოს, როგორც ჩანს, ერთადერთი რეალური გამოსავალია სათანადო სიფხიზლის შენარჩუნება და იმაში დარწმუნება, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი ყოველი შეტყობინება იყოს რაც შეიძლება უსაფრთხო.

„ვფიქრობ, ზედმეტად მოსალოდნელია, რომ შეტყობინება პოზიტიური იქნება, მაგრამ არ შეიძლება, ამაში დარწმუნებული ვიყოთ. უშვებთ თუ არა სიკვდილის 1 პროცენტიან შანსს და განკურნების 99%-იან შანსს ყოველი დაავადების შემთხვევაში ერთნაირად? ერთი რამ, რაც ჩვენი კვლევიდან გამოიკვეთა, არის ის, თუ როგორ შევადგინოთ ჩვენ მიერ გასაგზავნი შეტყობინება, თუკი მის გაგზავნას გადავწყვეტთ: ის უნდა იყოს მარტივი, კომპიუტერული კოდების გარეშე“, — ასკვნის ჰიპკე.

არსებითად, როცა საქმე ეხება გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნას, ამ საქმეს შეგვიძლია მოვარგოთ ინტერნეტის უსაფრთხოების წესები. თუ მივიღებთ შეტყობინებებს, არ უნდა ვენდოთ იმ სიგნალებს, რომლებიც მოცულობით განსაკუთრებით დიდია.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით

დატოვე კომენტარი