„მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა პროფესიონალი მოკრივის ლიცენზიის მიღება ვერ შეძლო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ინგლისელს სერიოზულად ჰქონდა განზრახული მოკრივეობა, მაგრამ იძულებული გახდა, ეს იდეა მიეტოვებინა.
„სამწუხაროდ, იძულებული ვარ გადავაგდო მოკრივის ხელთათმანები”, – დაწერა თავის “ტვიტერზე” ფერდინანდმა