რიო ფერდინანდმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებსაც მბაპესთან და ჰოლანდთან მიახლოება შეუძლიათ #1TVSPORT
რიო ფერდინანდმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებსაც მბაპესთან და ჰოლანდთან მიახლოება შეუძლიათ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე კონკურენცია გაუწიონ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდებს, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს.

ფერდინანდის თქმით, მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბუკაიო საკა (ერსენალი) და ვინისიუსი (რეალი) რიგში მომდევნონი არიან.

„ვინისიუსი ერთი საფეხურით დაბლაა მბაპესა და ჰოლანდზე. რეშფორდიც დაახლოებით იქვეა და მალე მათ საკა შეუერთდება.

მაგრამ ვინისიუსი იმით არის გამორჩეული, რომ უმაღლეს დონეზე მიაღწია წარმატებას – ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და იმ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, – განაცხადა ფერდინანდმა.