რიო ფერდინანდი - რონალდოს წინააღმდეგ თამაშის შემდეგ ო'შის ჟანგბადის ბალონი დასჭირდა
რიო ფერდინანდი - რონალდოს წინააღმდეგ თამაშის შემდეგ ო'შის ჟანგბადის ბალონი დასჭირდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ თავისი პირველი შთაბეჭდილებები გაიხსენა.

„2003 წელი იყო და ლოსაბონში „სპორტინგს“ ვეთამაშებოდით. პირველი ტაიმი რომ დასრულდა და გასახდელში შევედით, ჯონ ო’შის ლამის ჟანგბადის ბალონი დასჭირდა, რადგან საკუთარ თავზე კრიშტიანო რონალდოს შეჩერება აიღო. სრულიად განადგურებული იყო და ლაპარაკიც კი არ შეეძლო“, – იხსენებს ფერდინანდი. – „ჩვენ იმწუთას მივხვდით, რომ რონალდო უნდა შეგვეძინა. მატჩის შემდეგ, ავტობუსში რომ ვისხედით, საათნახევარი რაღაცას ველოდებოდით და მერე გავიგეთ, რომ თურმე კლუბები სწორედ რონალდოს ტრანსფერს განიხილავდნენ“.

რიო ფერდინანდის ამ სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალურ საიტი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი