რიო ფერდინანდი - ვან დეიკი მსოფლიოში საუკეთესო მცველია
რიო ფერდინანდი - ვან დეიკი მსოფლიოში საუკეთესო მცველია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა თანამედროვე ფეხბურთის მცველებზე ისაუბრა. მან ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელი ვიდიჩი და „ლივერპულის“ მცველი ვან დეიკი შეადარა.

„ვინ არის უფრო კარგი – ვიდიჩი თავის საუკეთესო წლებში თუ ვან დეიკი? – ციტირებს რიო ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail .

– მე ვიდიჩს ავირჩევდი, რადგან ის ჩემი თანაგუნდელი იყო და ყოველთვის ზურგს მიმაგრებდა. თუმცა, დღეს ვან დეიკი მსოფლიოში საუკეთესო მცველია, ეს ცალსახაა“. – ამბობს რიო ფერდინანდი.