კრიშტიანო რონალდომ თავის სიმბოლურში უეინ რუნი შეიყვანა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ თავის სიმბოლურში უეინ რუნი შეიყვანა #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ შეადგინა სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, რომლებთან ერთადაც უთამაშია კარიერის განმავლობაში.

როგორც Talksport-ი იტყობინება, ამ მოთამაშეთა რიცხვში მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ რონალდოს ყოფილი თანაგუნდელი უეინ რუნი, რომელსაც პორტუგალიელმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, კრიშტიანომ რუნის „ვირთხა“ უწოდა და ივარაუდა, რომ ინგლისელს, რომელმაც უკვე დაასრულა თამაში, შურს მისი გარეგნობის და ხანგრძლივი კარიერის.

კრიშტიანო რონალდოს სიმბოლური ნაკრები ყოფილი თანაგუნდელებისგან:

მეკარე – იკერ კასილიასი;

მცველები – მარსელო, ჯორჯო კიელინი, რიო ფერდინანდი, სერხიო რამოსი;

ნახევარმცველები – პოლ სქოულზი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი;

ფორვარდები – ქარიმ ბენზემა, უეინ რუნი, გარეტ ბეილი.