რიმა ბერაძე - კომისიის სხდომაზე განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენლებს პარკირების საკითხი მოსწონდათ, სხდომაზე კი გააკრიტიკეს
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ კერძო ინვესტორებისთვის ერთ ლარად საპარკინგე სივრცეების მოსაწყობი ტერიტორიების გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, წინა მოწვევის საკრებულოში, როდესაც საპარტნიორო ფონდისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის სიმბოლურ ფასად გადაცემის საკითხი იხილებოდა, მთელი ოპოზიცია თავისი ოჯახის წევრებით მობილიზებული იყო საკრებულოს შენობაში და ცდილობდა, საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რათა აღნიშნული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული.
„მინდა, ირაკლი ნადირაძეს მივმართო. დღეს, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე კერძო ინვესტორებისთვის ერთ ლარად ქონების გადაცემის საკითხს ვიხილავდით, ირაკლი ნადირაძეს მოეწონა აღნიშნული ინიციატივა და ისიც კი ჰკითხა მერიის წარმომადგენელს, რატომ ხდებოდა ქონების კერძო პარკირებებისთვის გადაცემა მხოლოდ სამ და არა ცხრა ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, ათიდან ერთი, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია უკვე კერძო ინვესტორისთვისაა გადაცემული“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავარქთქილაძემ ირაკლი ნადირაძეს განუმარტა, რომ ცხრა ლოკაციაზე ერთდროულად აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ქალაქში საცობებს გამოიწვევს. ამიტომ, აღნიშნული პროექტი ჯერ სამ ლოკაციაზე, შემდეგ კი ეტაპობრივად დანარჩენ ადგილებშიც განხორციელდება.
რიმა ბერაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე სატელევიზიო კამერების წინ გამოჩენის მიზნით აპროტესტებდნენ აღნიშნულ საკითხს. ამასთანავე, რიმა ბერაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მარიკა დათუკიშვილს მიმართა კითხვით, რატომ არ ჰქონდა მას პროტესტი მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ილიას ბაღს სახელი შეეცვალა და ვარდების ბაღი ეწოდა და როდესაც მარიკა დათუკიშვილი საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა