რევაზ დავითაძემ ბუქარესტში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა რევაზ დავითაძემ ბუქარესტში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოესს მდევარს 10 კილოგრამით გაუსწრო.
აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა. რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.