რევაზ დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

18:30, 23.09.2019

რევაზ დავითაძემ ატაცში 172 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

აკვრაში 21 წლის ქართველმა ძალოსანმა 199 კგ-ის დაფიქსირება შეძლო და ორჭიდის ჯამში, 371 კგ-ით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის პრიზიორი, 20 წლამდე ძალოსანთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია; ასევე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი; საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი.

მსგავსი