მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რეზი დავითაძე ატაცში დაძლეული 171 კგ-ით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სომხეთის წარმომადგენელმა კარენ ავაგიანმა 175 კგ აიტაცა, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ შეუტია დავითაძემ ოქროს, მაგრამ 176 კგ ვერ დაძლია.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი გაგრძელდება და პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.