ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს რევაზ დავითაძე იწყებს

13:48, 23.09.2019

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან 89 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე იასპარეზებს.

რევაზ დავითაძე არის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის პრიზიორი, 20 წლამდე ძალოსანთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი. საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი.

89კგ. წონით კატეგორიის შეჯიბრი დღეს 17:25 საათზე დაიწყება.

მსგავსი