რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია #1TVSPORT
რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 370 კგ. დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

89 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ დავითაძემ პირველ მოძრაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ატაცში 165, 168 და 171 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა.

მეორე მოძრაობაში, აკვრაში მან 199 კილოგრამი ასწია, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც მოგახსენეთ, დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.