საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზებს
20:39, 13.11.2019
დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე საქართველოს ნაკრების დღევანდელ ვარჯიშს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.
თურქეთში სალიცენზიო ტურნირზე ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და რევაზ დავითაძე იასპარეზებენ. გუნდთან ერთად იქნება ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე.