Reuters-ი - უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს თალიბებთან შეთანხმების გაფორმებიდან 18 თვეში დატოვებენ
საინფორმაცია სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოძრაობა „თალიბანთან“ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს 18 თვეში დატოვებენ.
ამასთან ერთად, დოკუმენტში „თალიბანის“ ლიდერები პირობას დებენ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-სა და მათ მოკავშირეებს თავდასხმისთვის ვერ გამოიყენებენ.
როგორც სააგენტო ამტკიცებს, დოკუმენტში ასევე საუბარია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, თუმცა კონკრეტული ვადები დასახელებული არ არის.
როგორც მოსალოდნელია, მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ყატარში თებერვალში გაიმართება.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში დაადასტურა, რომ თალიბებთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია.