პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

პენტაგონის პრესსპიკერის განმარტებით, ჯარისკაცები ისრაელში არ ჩავლენ, რადგან მათი გაგზავნის მიზანი აშშ-ის თავდაცვის ძალების გაძლიერებაა.

ამასთან, როგორც რაიდერმა აღნიშნა, ოქტომბერში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ 27 თავდასხმა განხორციელდა.