ლატვიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში არიან ლატვიელი ჯარისკაცები, მაგრამ საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ
ლატვიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში არიან ლატვიელი ჯარისკაცები, მაგრამ საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ

უკრაინაში არიან ლატვიელი ჯარისკაცები, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, – როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ბიბისის“ ცნობით, ლატვიური გამოცემა „დელფი“ ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის სამხედროები ლატვიის საელჩოს იცავენ.

ლატვიური გამოცემის ცნობით, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში მყოფი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ნათქვამია, რომ ლატვიიდან 17 სამხედრო იბრძვის უკრაინის ომში.