შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი, ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი, ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სხვადასხვა ცხელ წერტილში, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საერთაშორისო მშვიდობა ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭირო არის ჩვენი პარტნიორობა, თანადგომა, ამას ვიჩენთ, მათ შორის იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. უკან როდესაც იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ უმოკლეს ვადებში ლოგისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო, მათ შორის ის, რომ პროცესი მთლიანად ყოფილიყო ორგანიზებული. ეს ნაბიჯი არ არის ისეთი, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისა და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება ხდება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ამავე დროს, იმ კონტექსტში, როცა არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა არ ხდება. არის მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე, რაც ყველამ ვიცით და ვერავინ ამბობს, რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.