„სიენენი”- უახლოეს პერიოდში აშშ-ს ევროპის ტერიტორიაზე ასი ათასი ჯარისკაცი ეყოლება
„სიენენი”- უახლოეს პერიოდში აშშ-ს ევროპის ტერიტორიაზე ასი ათასი ჯარისკაცი ეყოლება

უახლოეს პერიოდში აშშ-ს ევროპის ტერიტორიაზე ასი ათასი ჯარისკაცი ეყოლება, – „სიენენის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

ოფიციალური პირების თქმით, ჯარისკაცთა რაოდენობა შესაძლოა, პერიოდულად გაიზარდოს, თუ ნატო გაზრდის რეგიონში წვრთნების ინტენსივობას. ამასთან, მედია წერს, რომ შესაძლოა, აშშ-მა ევროპაში კიდევ რამდენიმე სამხედრო ბაზა განათავსოს, თუ უსაფრთხოების გარემო შეიცვლება.

მედიის ინფორმაციით, აშშ-მა საკუთარი ჯარისკაცების რაოდენობა 60 ათასიდან 100 ათასამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. ამასთან, როგორც მედია იტყობინება, აშშ-მ რუსეთის შესაკავებლად და ნატო-ს მხარდასაჭერად აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა განათავსა.