რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
„დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია შობასა და განცხადებას – იესო ქრისტეს ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.
დილით წმინდა წირვა აღევლინება, ხოლო შემდგომ წყალკურთხევა შესრულდება – ხალხური ტრადიციისამებრ, ჯვარს წყალში შთაფლავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.