რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

14:36, 06.01.2018

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.

„დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია შობასა და განცხადებას – იესო ქრისტეს ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

დილით წმინდა წირვა აღევლინება, ხოლო შემდგომ წყალკურთხევა შესრულდება – ხალხური ტრადიციისამებრ, ჯვარს წყალში შთაფლავენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი