სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებული სადღესასწაულო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. საზეიმო მსახურება დიდ შაბათ დღეს, საღამოს, 18:00 საათიდან დაიწყო.

თბილისის სურბ გევორის საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურება არიქმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ იკურთხა ბზა, რომელიც შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს დაურიგდა.

სადღესასწაულო წირვები თბილისის ეჩმიაძინის ეკლესიასა და საქართველოში მოქმედ ყველა სომხურ ეკლესიაში ჩატარდა.