სალომე ზურაბიშვილი - შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ვულოცავ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის მრევლს, განსაკუთრებით, საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს
სალომე ზურაბიშვილი - შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ვულოცავ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის მრევლს, განსაკუთრებით, საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს

გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი, საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ. ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – წერს ზურაბიშვილი.