რეკორდულმა სიცხემ ავსტრალიაში რამდენიმე ადგილას ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი გავრცელებულია დასავლეთ ავსტრალიის, სამხრეთ ავსტრალიის, ვიქტორიისა და ტასმანიის შტატებში. აქედან სტიქიამ ყველაზე მეტად შტატი ვიქტორია დაზაარალა, სადაც ხანძრის 25 კერაა.
ცეცხლის ლოკალიზების ოპერაციაში ჩართულია ორი ათასზე მეტი მეხანძრე, მოხალისეები და სახანძრო თვითმფრინავები. დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე კერძო ნაგებობა.
კუნძულ ტასმანიაზე ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს აღემატება, რაც ბოლო 131 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა.
2009 წელს ხანძარმა შტატ ვიქტორიაში ათასობით სახლი გაანადგურა და 173 ადამიანი იმსხვერპლა.