ეკოაქტივისტების პროტესტის მიუხედავად, „სიმენსი“ ავსტრალიაში ქვანახშირის მაღაროს პროექტის დატოვებას არ აპირებს
ეკოაქტივისტების პროტესტის მიუხედავად, „სიმენსი“ ავსტრალიაში ქვანახშირის მაღაროს პროექტის დატოვებას არ აპირებს

ეკოაქტივისტების პროტესტის მიუხედავად, გერმანული კომპანია „სიმენსი“ ავსტრალიაში ქვანახშირის მაღაროს პროექტს არ დატოვებს. საუბარია ქუინსლენდის შტატში მდებარე ქვანახშირის ღია მაღაროზე, რომელიც ინდურ „ადანი ჯგუფს“ ეკუთვნის.

„კომპანიას პროექტისადმი უფრო ფრთხილი მიდგომა უნდა ჰქონოდა, თუმცა ვალდებულებების შესრულებაზე უარს ვერ ვიტყვით“, – განაცხადა „სიმენსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ავსტრალიაში ქვანახშირის მაღაროს პროექტში გერმანული კომპანიის მონაწილეობა მიუნხენში, „სიმენსის“ სათავო ოფისთან შეკრებილმა ეკოაქტივისტებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ქუინსლენდის მაღაროს გამო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

„ბიბისის“ ცნობით, ახალი ღია მაღარო მსოფლიოში უდიდესი იქნება და იქ წელიწადში 60 ტონა ქვანახშირის მოპოვება იქნება შესაძლებელი.

შეგახსნებთ, რომ ავსტრალიაში უკვე რამდნიმე თვეა მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს, რის მთავარ მიზეზად გლობალური დათბობა სახელდება.