ავსტრალიაში ხანძრის რამდენიმე ახალი კერაა, ცეცხლი ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება
ავსტრალიაში ხანძრის რამდენიმე ახალი კერაა, ცეცხლი ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება

ავსტრალიაში ხანძრის ახალი კერები ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში სამი ახალი კერა მძვინვარებს, ცეცხლმა კი შესაძლოა, ახლომდებარე დასახლებებს საფრთხე შეუქმნას. სტიქიამ უკვე 600 000 ჰექტარი მიწის მონაკვეთი გადაწვა. ამასთან ერთად, სტიქიას ებრძვიან კიდევ რამდენიმე შტატში.

ამ დრომდე ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიამ რამდენიმე თვის განმავლობაში 10 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მონაკვეთი გადაწვა. შედეგად კი ორი ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი გადაიწვა.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები გაიმართა. ათობით ქალაქის ქუჩებში შეკრებილმა აქტივისტებმა ხელისუფლების მხრიდან სტიქიის ლოკალიზებისთვის გაცილებით აქტიური მუშაობა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს.

დატოვე კომენტარი