პოლონეთი ავსტრალიას ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს
პოლონეთი ავსტრალიას ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

​პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუს მორავეცკიმ ავსტრალიელ კოლეგას, სკოტ მორისონს ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პოლონეთის პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, ავსტრალიაში პოლონელი მეხანძრეთა ქვედანაყოფი გააგზავნოს.

ავსტრალიაში სექტემბრის შემდეგ მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა უამრავი ცხოველი, დამწვარია მილიონებით ჰექტარი ტყის მასივი, ქალაქებსა და დასახლებებს ყვითელი კვამლი ფარავს. ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული, რის გამოც მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.