„რეალი“ აგუეროში 60 მილიონის გადახდას აპირებს
„რეალი“ აგუეროში 60 მილიონის გადახდას აპირებს

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონი მზად არის 29 წლის არგენტინელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნავენ, რომ გარიგება დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა „არსენალი“ „სიტიში“ ალექსის სანჩესის გაყიდვას.

აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ 2011 წლიდან თამაშობს. ნოემბერში ის გახდა ინგლისური კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი – 265 მატჩში აგუეროს ანგარიშზე 179 გოლია. ამ სეზონში მან 12 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.