აქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი - აგუერომ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა #1TVSPORT
აქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი - აგუერომ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, სერხიო აგუერომ ერთმანეთს შეადარა კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი.

„შეხედეთ საიდან იტანს გოლებს რონალდო. ყველა გოლი ჯარიმიდან გადის ან იღბლის შედეგია. მესი კი დაუჯერებელი წერტილებიდან იტანს. დააკვირდით, როგორ თამაშობდნენ მეკარეები, როცა რონალდოსგან უშვებდნენ ბურთებს. ვფიქრობ, რაული და ბენზემა უკეთეს გოლებს იტანდნენ.

რამდენი საუკეთესო გოლი აქვს გატანილი რონალდოს ჯარიმიდან? 20-დან 15? ლეოს 20-დან 15 გოლი გაუტანია ხუთი ფეხბურთელის მოტყუების შემდეგ.

რა თქმა უნდა, მესი რონალდოზე უკეთესია, აქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი. კრიშტიანო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისთვის შეუძლებელია ის, რასაც ლიონელი აკეთებს“, – მოჰყავს აგუეროს სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.