საქართველო-პორტუგალია – მზადება მატჩისთვის 

21:40, 28.11.2026

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე თბილისის ახალი სპორტის სასახლეში ვარჯიში გამართა. 
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 26 ნოემბერს ოფიციალურ მატჩში საბერძნეთი ისტორიაში პირველად 92:88 დაამარცხა. ამით „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგეს, პორტუგალიასთან მოგებით კი მიზანს კიდევ უფრო მიუახლოვდებიან.

საქართველო-პორტუგალიის შეხვედრა 29 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:15 საათიდან შემოგთავაზებთ.

მსგავსი