საქართველოს სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე გადაწყდა, რომ მომავალ წელს ევროპის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა თბილისში გაიმართება. ჩვენმა ქვეყანამ 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი მიმდინარე წელს მოიპოვა.