სერხიო აგუერო - კრიშტიანო რონალდოს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მაგრამ გამორჩეული ყოველთვის მესი იყო #1TVSPORT
სერხიო აგუერო - კრიშტიანო რონალდოს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მაგრამ გამორჩეული ყოველთვის მესი იყო #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა, ასევე კილიან მბაპეს პერსპექტივაზე ისაუბრა.

„არც მსოფლიო ჩემპიონატამდე და, მით უმეტეს ახლა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ კრიშტიანოს გამორჩეული კარიერა აქვს და ძალიან ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საუკეთესო ლიონელ მესია.

რა უნდა ითქვას კილიან მბაპეზე? მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სამი გოლი გაიტანა და პენალტების სერიაშიც ზუსტი იყო. მას შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა.

მბაპე მხოლოდ 23 წლისაა და უკვე მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია. რა თქმა უნდა, ის უფრო შორს წავა, რადგან ძალიან ნიჭიერი და კონკურენტუნარიანი მოთამაშეა“ – განაცხადა აგუერომ Goal.com-თან ინტერვიუში.

The Athletic-ის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სერხიო აგუეროს არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შესვლა შესთავაზეს, მაგრამ ეროვნული გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა თავი შეიკავა და სამწვრთნელო შტაბის ნაცვლად, ESPN-ის არგენტინელ კომენტატორებს შეუერთდა. თუმცა, თანდათან სერხიო ეროვნული ნაკრების 27-ე წევრი გახდა. ფოტოებიდანაც ჩანს, რომ მან მსოფლიო ჩემპიონობა გუნდთან ერთად იზეიმა.