უეინ რუნი 2012 წელს „სიტის“ ჩემპიონობაზე - „ქუინზ პარკმა“ გაუშვა და მაშინვე მისცა ბურთი მეტოქეს, სისე „სიტისთან“ ერთად ზეიმობდა, უცნაურია, რომ არ დაისვა შეკითხვები #1TVSPORT
უეინ რუნი 2012 წელს „სიტის“ ჩემპიონობაზე - „ქუინზ პარკმა“ გაუშვა და მაშინვე მისცა ბურთი მეტოქეს, სისე „სიტისთან“ ერთად ზეიმობდა, უცნაურია, რომ არ დაისვა შეკითხვები #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა უეინ რუნიმ ეჭვქვეშ დააყენა 2012 წელს პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობა.

2011-12 წლების სეზონის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ კომპენსირებულ დროში სერხიო აგუეროსა და ედინ ჯეკოს გოლებით „ქუინზ პარკს“ 3:2 მოუგო. რობერტო მანჩინის გუნდი ჩემპიონი გახდა – დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო „მანჩესტერ იუნაიტედს“.

„პედი კენის („ქუინზ პარკის“ მეკარე) მართებდა ორი გოლის ეპიზოდში უკეთ თამაში. „სიტის“ გააქვს მეორე გოლი და „ქუინზ პარკი“ მაშინვე უბრუნებს ბურთს. საოცარია, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვა არავის დაუსვამს. ჯიბრილ სისე კი მატჩის შემდეგ „სიტის“ ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა.

მაგრამ დიახ, ეს ისტორიული მომენტია, ერთ-ერთი უდიადესი პრემიერლიგის ისტორიაში, ოღონდ თუ იმ დროს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი არ იყავით“, – განაცხადა რუნიმ.