კარდიოლოგმა აგუეროს ფეხბურთში დაბრუნების ნება დართო #1TVSPORT
კარდიოლოგმა აგუეროს ფეხბურთში დაბრუნების ნება დართო #1TVSPORT

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ თავისი კარდიოლოგისგან ფეხბურთში დაბრუნების უფლება მიიღო.

35 წლის აგუერომ ინტერნეტში პირდაპირი ეთერის დროს დაურეკა სპეციალისტს და ჰკითხა, შეძლებს თუ არა ის მინდორზე 10-20 წუთი ინტენსიურად თამაშს. კარდიოლოგმა უპასუხა, რომ აგუეროს არ შეექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუ ის ფიზიკური ფორმის აღდგენაზე იზრუნებს.

„ატლეტიკოს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 2021 წლის დეკემბერში დაასრულა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ფორვარდს „ალავესის“ წინააღმდეგ ლა ლიგის მატჩში ტაქიკარდიის შეტევა ჰქონდა.