რატი მუჯირის წიგნის „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ პრეზენტაცია გაიმართა
ჟურნალისტ რატი მუჯირის პირველი წიგნის „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა.
წიგნში აღწერილია ამბები ცხელი წერტილებიდან, რომელიც ჟურნალისტს პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ რეპორტიორად მუშაობის დროს გადახდა. ნაწარმოების პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან. მთავარ პერსონაჟს, მაჰმუდს რატი მუჯირი 2013 წელს, სირიის საზღვარზე შეხვდა.
წიგნი არის საშუალება, მკითხველი ახლოს გაეცნოს ჟურნალისტების მუშაობას ცხელ წერტილებში და გაიგოს, რა ხდება კადრს მიღმა. წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.