რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ცაგერის მაღალმთიან სოფლებში ვითარებას გაეცნო
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
რწმუნებული სოფელ ლახეფას ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ოჯახებს რწმუნებულმა პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა. ასევე ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები.
გუბერნატორმა ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ადგილობრივ მცხოვრებლებს ინფორმაცია მიაწოდა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა.
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება, რათა მხარის თითოეულმა მცხოვრებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.