არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუბერნატორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული ჰქონდა
არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუბერნატორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული ჰქონდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის უკვე ყოფილი გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

არჩილ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო.

„გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული მქონდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ეფექტურად მიმდინარეობს. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა თანამდებობა.

არანაირი კამათი და უთანხმოება მაჟორიტარ დეპუტატთან არ მქონია“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

არჩილ ჯაფარიძემ მთავრობას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებით დღეს მიმართა. ის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად 2017 წლის 24 აგვისტოს დაინიშნა. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

დატოვე კომენტარი