სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

სტიქია ონის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად სოფელ უწერაში მდინარე მუშუანი ადიდდა. ასევე ადიდებულია მდინარე რიონი, რომელმაც უწერაში ეკლესიასთან გადასასვლელი ხიდი მთლიანად წაიღო.

ამასთან, სტიქიის შედეგად ქუთაისი ალპანა მამისონის 130 კმ. ზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე წუთის მანძილზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა, თუმცა რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, დროულად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გზის გაწმენდა. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.