არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხში სასურსათო პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს და ამ მხრივ შეფერხება მოსალოდნელი არ არის
არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხში სასურსათო პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს და ამ მხრივ შეფერხება მოსალოდნელი არ არის

დღეს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მხარის რწმუნებულთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად კარანტინის ზონაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში იმყოფებოდა.

სოფელში მცხოვრებელ ყველა ოჯახს დეპუტატისგან სასურსათო ნობათი გადაეცა.

რეგიონის ხელმძღვანელები მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. აგრეთვე გაეცნენ თერმოსკრინინგის შედეგებს. გუბერნატორის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე სიმშვიდეა და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

„ლენტეხში არც სასურსათო პროდუქტების და არც მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს და ამ მხრივ რაიმე შეფერხება მოსალოდნელი არ არის“, -განაცხადა ჯაფარიძემ.