სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურში რაჭული ლორის წარმოების პროცესს გაეცნო
სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურში რაჭული ლორის წარმოების პროცესს გაეცნო

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში რაჭული ლორისა და ღვინის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურში რაჭული ლორის წარმოების პროცესს თამაზი ნატმელაძის საოჯახო საწარმოში გაეცნო და რეალიზაციის საკითხით დაინტერესდა.

როგორც გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მცირე საოჯახო ტიპის საწარმოში ყოველწლიურად ოთხ ტონამდე ლორი მზადდება ბუნებრივ პირობებში. როგორც მეწარმე აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის გამო რესტორნები აღარ ფუნქციონირებს, თუმცა, რეალიზაციას შეუფერხებლად ახერხებს, განსაკუთრებული მოთხოვნა სწორედ ჩამოსული სტუმრებისგან არის. ნატმელაძეს ოჯახის წევრების გარდა, სამი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

რწმუნებული სოფელ ჭრებალოში საოჯახო მარან „ილიასეულსაც“ ეწვია და წარმოების სრულ ციკლს გაეცნო. ილია კენჭაძეს ვენახები 1400 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, ჯიშთა ძირითადი მიმართულება ალექსანრეულ-მუჯურეთულია, თუმცა სხვა ენდემური ჯიშებიც იზრდება.

„წელს, საგანგებო მდგომარეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის ხელი არც მათთვის შეუშლია, აგროვადების დაცვით განხორციელდა სამუშაოები, ვენახი გასხლულია, ბიოლოგიური სასუქი შეტანილია, ჩატარებულია გამოთიბვითი სამუშაოები, მალე დაიწყება შეწამვლა. მოსავლის მოწევის შემდგომ, ადგილზე ხდება ღვინის ჩამოსხმა.

როგორც მეღვინე აღნიშნავს, ოთხწლიანი ისტორიის მანძილზე ერთგული მომხმარებელი შეიძინეს, მოთხოვნა იმ მასშტაბის აღარ არის,თუმცა რეალიზაციის პრობლემის საკითხი, პანდემიის მიუხედავად არ დამდგარა და მარანთან ერთად მუზეუმის მოწყობასაც გეგმავენ“,- აღნიშნულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი