ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გზებზე იმ წერტილების მონიშვნა, სადაც საკონტროლო გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას.

რაც შეეხება ინფიცირებულს მამაკაცს, არჩილ ჯაფარიძემ აცხადებს, რომ მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

„ვისთანაც ჰქონდა ახლო კონტაქტი ინფიცირებულ მამაკაცს-მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება-კონტაქტების გარკვეული ნაწილი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება”-განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი