ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის რნმ-ზე დაფუძნებული ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას, რომელსაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ.
ადამიანებში ეს ვირუსი აინფიცირებს და ანადგურებს სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებსა დამხმარე T ლიმფოციტებს უწოდებენ (T ლიმფოციტების ერთ-ერთი ტიპი). ეს კი აფერხებს ადამიანის იმუნურ სისტემას, ამცირებს მის ინფექციასთან ბრძოლის უნარს და ზრდის კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, ამ ლიმფოციტების განადგურებამ შეიძლება სხეულზე პირდაპირი გავლენაც იქონიოს — გამოიწვიოს შეშუპება და ქსოვილების დაზიანება.
თავად ვირუსი საკმაოდ სუსტია და ადვილად იშლება ჟანგბადისა და მზის სხივების ზემოქმედებით, რაც მის პირდაპირი გადაცემით გავრცელებას ამცირებს, რაც ხშირად ხდება ინფიცირებულ სითხეებთან ინვაზიური კონტაქტით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც აივ-დადებითი არიან, ვირუსული ნაწილაკები პირდაპირ მათ სისხლის მიმოქცევაში მოხვდა დაზიანებული კანის გავლით, მაგალითად, სქესობრივი კავშირით ან დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტებით.
ასეთი სისუსტის გამო, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ახასიათებს მუტაციათა მაღალი მაჩვენებელი. ანუ, ინფექციის დროს, ვირუსის გამრავლებული ნაწილაკები სწრაფად ვითარდებიან სხვადასხვა შტამებად, რის მეთვალყურეობასაც იმუნური სისტემა უკვე ვეღარ ახერხებს.
საერთო ჯამში, არსებობს ამ ვირუსის ორი ვერსია — აივ-1 და აივ-2 (HIV-1 და HIV-2). მიუხედავად იმისა, რომ ისინი სტრუქტურითა და შემადგენლობით ერთნაირია, შემთხვევათა 95 პროცენტი აივ-1-ზე მოდის, აივ-2 კი ძირითადად დასავლეთ აფრიკის მოსახლეობაში გვხვდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც შემთხვევების აღრიცხვა დაიწყო, დაინფიცირდა დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი. მათი ნახევარი გარდაიცვალა, თუმცა, გაუმჯობესებული მედიკამენტების წყალობით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2006 წლიდან შემცირდა; აღნიშნული მედიკამენტები ინფიცირებულთა სიცოცხლეს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.
შესაძლებელია თუ არა აივ-ისგან განკურნება?
მიუხედავად იმისა, რომ სრულად განკურნების ოფიციალური პრეპარატი ჯერ არ არსებობს, შეიქმნა ანტივირუსული აბები, რომლებიც პაციენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს და ინფიცირებულ ადამიანთა ორგანიზმში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა იმდენად ამცირებს, რომ მათი დაფიქსირებაც შეუძლებელი ხდება.
2020 წლის თებერვლის მონაცემებით განსაზღვრულია, რომ მკურნალობის შედეგად, აივ-დადებითი დიაგნოზის მქონე მხოლოდ ორი ადამიანი განთავისუფლდა ინფექციისგან; მკურნალობა მოიცავდა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ძვლის ტვინის ჩანაცვლებასაც.
1980-იანი წლების დასაწყისში აივ-ი ნარკოტიკების მოხმარებასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, რის გამოც, შესაბამისი ორგანოები არ ჩქარობდნენ ინვესტირებას მის კვლევასა და მკურნალობაში. საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს სხვადასხვა ფარმაცევტული საშუალება, რომლებიც აფერხებს ვირუსის გამრავლებისა და ახალი უჯრედების დაინფიცირების უნარს.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ შემთხვევებში, სქესობრივი გზით აივ-ის გადადება „ეფექტიანად ნულოვანია“ და შედეგად, მრავალი პაციენტი დღეს დიდხანს, ჯანმრთელად და სქესობრივად დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით ცხოვრობს.
საიდან მოდის აივ-ი?
ამ ვირუსმა და შიდს-მა საზოგადოების ყურადღება 1980-იან წლებში მიიპყრო, თუმცა სამედიცინო ჩანაწერებისა და ქსოვილთა კულტურების კვლევით ირკვევა, რომ ინფექციის მაგალითები ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გვხვდებოდა.
აივ-სა და შიმპანზეებში აღმოჩენილ რეტროვირუსებს შორის მსგავსებები გვაფიქრებინებს, რომ სახეობებს შორის ამ ვირუსის გადასვლა უახლოეს ისტორიაში მოხდა, დიდი ალბათობით შიმპანზეების ხორცის საკვებად მოხმარების შედეგად.
თუმცა, უცნობია, ზუსტად სად და როგორ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.