აივ ინფექციისგან მსოფლიოში უკვე მეოთხე ადამიანი განიკურნა, ამჯერად ყველაზე ხანდაზმული პაციენტი — #1tvმეცნიერება
აივ ინფექციისგან მსოფლიოში უკვე მეოთხე ადამიანი განიკურნა, ამჯერად ყველაზე ხანდაზმული პაციენტი — #1tvმეცნიერება

შიდს-ის მკვლევრები იუწყებიან, რომ აივ ინფექციისგან მსოფლიოში მეოთხე პაციენტი განიკურნა. პაციენტებისთვის განკუთვნილი სახიფათო პროცედურა, რომელიც კიბოსაც ებრძვის, შეიძლება პატარა კომფორტი მაინც იყოს მსოფლიოში ამ ვირუსით ინფიცირებული ათობით მილიონი ადამიანისთვის.

66 წლის კაცი, რომელსაც „იმედის ქალაქი“ უწოდეს კალიფორნიის იმ ცენტრის მიხედვით, სადაც ის მკურნალობდა, კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ შიდს-ის კონფერენციის წინ, განკურნებულად გამოაცხადეს.

ის წელს განკურნებულად გამოცხადებული მეორე პაციენტია; თებერვალში მკვლევრებმა გვამცნეს, რომ ასევე რემისია განიცადა ქალმა, სახელად „ნიუ-იორკელი პაციენტი“.

პაციენტმა „ქალაქის იმედმა“, ადრინდელ პაციენტ „ბერლინისა“ და „ლონდონის“ მსგავსად, ვირუსისგან ხანგრძლივ რემისიას მას შემდეგ მიაღწია, რაც კიბოს მკურნალობის მიზნით ძვლის ტვინი გადაუნერგეს.

ცოტა ხნის წინ ასევე გავიგეთ, რომ რემისიას ასევე მიაღწია კიდევ ერთმა კაცმა, სახელად „დუსელდორფელი პაციენტი“, რაც პოტენციურად განკურნებულ პაციენტთა რაოდენობას ხუთამდე ზრდის.

„იმედის ქალაქის“ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი ჟანა დიქტერი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ბოლო პაციენტი ყველაზე ხანდაზმული განკურნებულია, მისი წარმატება შეიძლება იმედისმომცემი იყოს იმ ასაკოვანი აივ პაციენტებისთვის, რომლებსაც ამავე დროს კიბოც აქვთ.

დიქტერი იმ პაციენტზე ჩატარებული კვლევის ავტორია, რომლის შესახებაც მონრეალის კონფერენციის დაწყებამდე გამოაცხადეს; კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის.

„1988 წელს, როდესაც აივის დიაგნოზი დამისვეს, სხვა ბევრის მსგავსად ვფიქრობდი, რომ ეს სასიკვდილო განაჩენი იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სიცოცხლეში მოვესწრებოდი დღეს, როდესაც აივი აღარ მექნებოდა. მადლობის თქმა უბრალოდ არაფერს ნიშნავს“, — ამბობს „იმედის ქალაქის“ პაციენტი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

დიქტერის განცხადებით, პაციენტმა მას უთხრა, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში, შიდს-ის ეპიდემიის გარიჟრაჟზე, ის სტიგმას განიცდიდა.

„ის ხედავდა, რომ მრავალი მისი მეგობარი და ძვირფასი ადამიანი ძლიერ ცუდად იყო და საბოლოოდ, დაავადებას დანებდა“, — ამბობს დიქტერი.

ერთი პერიოდი მას „სრული სიძლიერის შიდს-ი“ ჰქონდა, მაგრამ მონაწილეობა მიიღო ანტირეტროვირუსული თერაპიის ადრეულ ცდებში, რაც ამჟამად გლობალურად 38 მილიონ აივ ინფიცირებულს ვირუსთან ერთად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

მას აივ ინფექცია 31 წლის განმავლობაში ჰქონდა, უფრო დიდხანს, ვიდრე რომელიმე სხვა განკურნებულ პაციენტს.

2019 წელს მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და არანათესავი დონორისგან ძვლის ტვინი გადაუნერგეს ღეროვანი უჯრედებით, რომელსაც გააჩნია იშვიათი მუტაცია, რომელშიც არ არის CCR5 გენი და ამის წყალობით, ადამიანი აივისადმი რეზისტენტული ხდება.

2021 წლის მარტში, როდესაც ის COVID-19-ზე აიცრა, ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიღებაც შეწყვიტა და მას შემდეგ რემისიაშია როგორც აივის, ისე კიბოსგან.

დიქტერის განცხადებით, დაბალი ინტენსივობის ქიმიოთერაპიამ პაციენტისთვის იმუშავა, რაც კიბოს პოტენციურ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს აივის მქონე ხანდაზმულ პაციენტთათვის.

თუმცა, მისივე თქმით, ეს კომპლექსური პროცედურაა სერიოზული გვერდითი ეფექტებით და თავსებადი ვარიანტი არ არის აივის მქონე ადამიანთა უმეტესობისთვის.

სტივენ დიკსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის აივის ექსპერტი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ „პირველი, რასაც ძვლის ტვინის გადანერგვისას ვაკეთებთ, არის ის, რომ დროებით ვანგრევთ იმუნურ სისტემას, რასაც არასოდეს გააკეთებდით, კიბო თუ არ გაქვთ“.

შიდს-ის კონფერენციაზე ასევე განაცხადეს 59 წლის აივ-ინფიცირებული ესპანელი ქალის შესახებ, რომელმაც 15 წელია, რაც ანტირეტროვირუსული თერაპია შეწყვიტა, მაგრამ მის სხეულში ვირუსული ჩატვირთვა მაინც დაუფიქსირებელ დონეზეა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.