ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.
სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ცენტრი დროულ და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაუწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული.
ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
პროექტის საერთო ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია.