წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ღაზის ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ღაზის ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) ღაზის უმსხვილეს ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაციის განცხადებით, საავადმყოფოში მყოფი დაშავებულების, პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

ამასთან, ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსი აღნიშნავს, რომ შეძრწუნებულია ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაციით და რომ საავადმყოფოები ბრძოლის ველი არ არის.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროები საავამდყოფოს ტერიტორიაზე დაკითხვას აწარმოებენ.