ეკატერინე ტიკარაძე - მარნეულში ჰოსპიტალი არ წარმოადგენდა პირდაპირი მნიშვნელობით საველე ჰოსპიტალს, არამედ ვიყენებდით პირველადი ტესტირებისა და გამოვლენისთვის
ეკატერინე ტიკარაძე - მარნეულში ჰოსპიტალი არ წარმოადგენდა პირდაპირი მნიშვნელობით საველე ჰოსპიტალს, არამედ ვიყენებდით პირველადი ტესტირებისა და გამოვლენისთვის

მარნეულში გახსნილი ჰოსპიტალი არ წარმოადგენდა პირდაპირი მნიშვნელობით საველე ჰოსპიტალს, არამედ ვიყენებდით როგორც პირველადი ტესტირებისა და გამოვლენისთვის, – ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჰოსპიტალი, რომელიც მარნეულში იყო გახსნილი, არ წარმოადგენდა პირდაპირი მნიშვნელობით საველე ჰოსპიტალს, ჩვენ მას ვიყენებდით როგორც პირველადი ტესტირებისთვის და გამოვლენისთვის. შესაბამისად, ეს იყო ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც იმ ჰოსპიტლის ამბულატორიული ნაწილი, რომლის გვერდზეც იყო ის განთავსებული. აქედან გამომდინარე, მსგავსი ჰოსპიტლის გამოყენება არ იგეგმება.

რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს, ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, ეს არის გაშლილი საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად, საჭიროებები სხვადასხვაგვარია. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და პრობლემები, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება. ყოველდღიურ რეჟიმში, „112“-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე, პაციენტის განთავსებამდე, გავდივართ ამ ჯაჭვს თავიდან ბოლომდე, ვაკვირდებით, რა არის პრობლემა და ვცდილობთ, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. მე პირადად, უშუალოდ ვარ ამაში ჩართული და გარდა ჩემი ჩართულობისა, ჩემი ორივე მოადგილეა ჩართული, ყველა სიპის ხელმძღვანელი მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.