ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. ოთხი მათგანი ფოთის მცხოვრებია, ერთი კი ქუთაისიდან არის. ის საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.

პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 25 წლის, 83 წლის ქალები, 16 წლის გოგონა და 62 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, დაიტესტა 50 წლის მამაკაცი ქუთაისიდან. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.