ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული.

მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ორი პაციენტი. 18 წლის ქალი და 62 წლის მამაკაცი. ისინი მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში და უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ანალიზს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლევენ“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.