ქუთაისში ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ
ქუთაისში ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ

ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. 7 წლის ბიჭი ცენტრიდან სახლში სახეზე დაზიანებებით დაბრუნდა. მშობლები ეჭვობენ, რომ დღის ცენტრის აღსაზრდელს პედაგოგმა სცემა.

„ბავშვს აქვს სილურჯეები ცხვირსა და თვალზე. არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და არ შეუძლია მოყვეს, თუ რა მოხდა, სცემეს“, – განუცხადა პირველ არხს ბავშვის მშობლების ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი დღეს პოლიციას და სახალხო დამცველს მიმართავს.