თბილისში, სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა
თბილისში, სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა

თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა.

შშმ პირებისთვის განკუთვნილი ექვსი ლიფტი ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩისა და ფილარმონიის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარედ და თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა.

ახლად დამონტაჟებული ლიფტები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში თურქეთის სრულუფლებიან ელჩთან, ფათმა ჯერენ იაზგანთან ერთად დაათვალიერა.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

დატოვე კომენტარი