სოფელ ხურვალეთთან დაკავებული 33 წლის ოთარ სამნიაშვილი გათავისუფლდა
სოფელ ხურვალეთთან დაკავებული 33 წლის ოთარ სამნიაშვილი გათავისუფლდა

სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 33 წლის ოთარ სამნიაშვილი გათავისუფლდა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სოფელ ხურვალეთთან შშმ პირი ოთარ სამნიაშვილი გუშინ დააკავეს. სამნიაშვილი ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრთან ახლოს აიყვანეს.

სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ფაქტზე ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია.